Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორშაბათს უნივერსიტეტის წინ განახლდება საპროტესტო აქციები


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ხვალ, შუადღეზე სტუდენტების ჯგუფი უნივერსიტეტის საქმიანობის სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნების მოთხოვნით აქციას გამართავს. მათივე მტკიცებით, ეს არ არის იმ ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული აქცია, რომელიც უკვე რამდენიმე დღეს თსუ-ში აქციას მართავს და კანცლერობის კანდიდატობიდან გიორგი გაფრინდაშვილმა მოხსნას ითხოვს. როგორც ცნობილია, სტუდენტების სხვა ჯგუფი, რომელიც რამდენიმე დღეა უნივერსიტეტის ფოიეში ღამეს ათენებს, ზუსტად იგივე დროს, ხვალ, შუადღეზე საათისთვის უნივერსიტეტში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. მათი მოთხოვნებია, უშიშროების თანამშრომლებმა დატოვონ საუნივერსიტეტო სივრცე, გაუქმდეს სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიები; ასევე, უნივერსიტეტის რექტორისა და კანცლერის არჩევის პროცესში მოხდეს სტუდენტებისა და ლექტორების მაქსიმალური ჩართულობა და კანცლერის თანამდებობაზე წარდგენილმა გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნას.

XS
SM
MD
LG