Accessibility links

logo-print

ანკარის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად 13 კაცი დაიღუპა


13 კაცი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა ანკარის ცენტრში მომხდარი მძლავრი აფეთქების შედეგად. თურქეთის ხელისუფლებისა და საინფორმაციო საშუალებების ცნობით, აფეთქება მოხდა გუვენპარკში, რომლის მახლობლად რამდენიმე სამინისტროს ოფისი მდებარეობს. როიტერსი უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქებასთან ერთად ისმოდა სროლის ხმაც. ზოგიერთი ადგილობრივი ტელეარხის ცნობით აფეთქდა დანაღმული ავტომანქანა. მსგავსი ინცინდენტი ერთი თვის წინაც მოხდა თურქეთის დედაქალაქში, სადაც მაშინ 29 კაცი დაიღუპა. წინა აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ქურთმა ექსტრემისტებმა იკისრეს.

XS
SM
MD
LG