Accessibility links

logo-print

ახალი მონაცემებით გაიზარდა ანკარაში დაღუპულთა რაოდენობა


თურქეთის ხელისუფლებისა და საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სულ მცირე 27 კაცი დაიღუპა და 75 დაიჭრა თურქეთის დედაქალქში 13 მარტს მომხდარი მძლავრი აფეთქების შედეგად. აფეთქება მოხდა გუვენპარკში, რომლის მახლობლად რამდენიმე სამინისტროს ოფისი მდებარეობს. როიტერსი უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქებასთან ერთად ისმოდა სროლის სხმაც. ზოგიერთი ადგილობრივი ტელეარხის ცნობით აფეთქდა დანაღმული ავტომანქანა. მსგავსი ინცინდენტი ერთი თვის წინაც მოხდა თურქეთის დედაქალაქში, სადაც მაშინ 29 კაცი დაიღუპა. წინა აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ქურთმა ექსტრემისტებმა იკისრეს.

XS
SM
MD
LG