Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა დაგმო ანკარაში მომხდარი ტერაქტი


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაგმო თურქეთის დედაქალაქ ანკარაში 13 მარტს, საღამოს მომხდარი ტერაქტი. „შოკირებული ვარ ანკარაში მომხდარი კიდევ ერთი ტერორისტული აქტით, რომელმაც იმსხვერპლა უდანაშაულო ხალხი და მრავალი დაშავდა. საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმს, გვერდით უდგას და თანაგრძნობას უცხადებს მეგობარ თურქ ხალხს“ - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მიერ 14 მარტს გავრცელებულ განცხადებაში. ანკარაში მომხდარ აფეთქებას სპეციალური განცხადებით 13 მარტს, ღამით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. „უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ანკარაში მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვიზიარებ მეგობარი თურქი ხალხის მწუხარებას. მინდა იცოდეთ, რომ ამ განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხი თქვენ გვერდითაა“ - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG