Accessibility links

logo-print

ანკარაში სისხლიან თავდასხმას თურქეთის არმიის იერიში მოჰყვა ჩრდილოეთ ერაყში


თურქეთმა საჰაერო იერიში მიტანა ერაყის ჩრდილოეთში ქურთ მეამბოხეთა პოზიციებზე ანკარაში სისხლიანი თავდასხმის შემდეგ. თურქეთის არმიის ცნობით, მისმა ავიაციამ იერიში მიიტანა 14 მარტს თურქეთში უკანონოდ გამოცხადებული ქურთისტანის მუშათა პარტიის იარაღის საწყობებზე და სამალავებზე, კანდილის და გარის რეგიონებში. საავიაციო თავდასხმები განხორციელდა რამდენიმე საათში მას მერე, რაც ანკარაში მძლავრ აფეთქებას 37 ადამიანი ემსხვერპლა და 120 დაშავდა. თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა, მეჰმეთ მუზინოღლუმ განაცხადა 14 მარტს, რომ დახოცილთა რიცხვი გაიზარდა მას მერე, რაც სამი დაშავებული გარდაიცვალა. მისი თქმით, დახოცილთა შორის, სულ მცირე, ერთი თავდამსხმელია. პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გამოაცხადა, რომ თურქეთი ტერორისტთა სამიზნე გახდა რეგიონული დესტაბილიზაციის გამო. მისი თქმით, ტერორისტული ორგანიზაციები სამოქალაქო პირებს იღებენ სამიზნეში, რადგან უსაფრთხოების ძალებთან ბრძოლას აგებენ. აფეთქება მოხდა გიუვენპარკში, ყიზილაიის ხალხმრავალ მოედანზე. მომხდარისთვის არავის უკისრია პასუხიმგებლობა.

XS
SM
MD
LG