Accessibility links

logo-print

ჟენევაში იწყება სირიის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკება


14 მარტს ჟენევაში დაიწყო გაეროს შუამავლობით მოლაპარაკება სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის მთავრობისა და სირიის ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებს შორის. მოლაპარაკების მიზანია გაამაგროს ზავი, რომელიც მთავრობის ჯარსა და ოპოზიციის რაზმებს შორის მოქმედებს. ზავი არ ეხება ალ ყადის მომხრე რაზმებს და ისლამური სახელმწიფოს ჯარს. გაეროს წარგზავნილმა, სტაფან დე მისტურამ განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკების განახლება „ჭეშმარიტების მომენტია“ და ადასტურებს, რომ მხოლოდ სათადარიგო გეგმა ითვალისწინებს ომისკენ დაბრუნებას. დე მისტურას თქმით, პოლიტიკური გადამავალი ეტაპის გარშემო შეთანხმება უმთავრესი თემაა. მოლაპარაკება, მის თანახმად, სამიდან პირველი რაუნდია, რომელიც ათ დღემდე გასტანს.

XS
SM
MD
LG