Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოგერინი მალე ირანს ეწვევა


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ 16 აპრილს აპირებს ირანში ჩასვლას, რათა თეირანთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა დამყარდეს ისლამურ რესპუბლიკასთან მიღწეული ბირთვული შეთანხმების შედეგად. მოგერინი თეირანში იყო მოკლე ხნით ივლისში მას მერე, რაც შეთანხმება შედგა ირანისთვის სანქციების გაუქმების და სამაგიეროდ, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის გარშემო. ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე შესვლის წინ მან თქვა, რომ ადგილზე დაველაპარაკები მინისტრებს, რის შესახებ, რა სფეროში შეგვიძლია სრული ურთიერთობების აღდგენაო. მოგერინი არ შეხებია ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო ირანისთვის ახალი სანქციების დაწესების თემას. გასულ თვეში დასავლეთმა ირანს მიანიშნა, რომ მას ახალი სანქციები ემუქრება. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფილიპ ჰემონდმა ბრიუსელში 14 მარტს თქვა, რომ რაკეტების გამოცდა მიუღებელია.

XS
SM
MD
LG