Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გაფრინდაშვილმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატმა გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება უნივერისტეტის სასარგებლოდ მიიღო. "მე ვხსნი კანდიდატურას და ვხსნი უნივერსტიტეტის სასარგებლოდ, იმის გამო, რომ უნივერსიტეტი დაუბრუნდეს სასწავლო და სამეცნიერო გარემოს", თქვა მან და აღნიშნა, რომ მისი მისამართით გამოთქმული ბრალდებები აბსურდულია. გაფრინდაშვილის მიერ კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით თსუ-ს სტუდენტებმა ერთი კვირის წინ დაიწყეს გაფიცვა, რის შემდეგაც გიორგი გაფრინდაშვილს გადადგომის თხოვნით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც. სტუდენტების ორი აქცია იმართებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115”-ის წევრები, გიორგი გაფრინდაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, აქციის შეწყვეტას და დაშლას არ აპირებენ. როგორც სტუდენტებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, აქციებს გააგრძელებენ, ვიდრე მათი დანარჩენი მოთხოვნებიც არ დაკმაყოფილდება. უფრო კონკრეტულად, კანცლერის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნასთან ერთად უნივერსიტეტში ე.წ. “ოდეერის” ინსტიტუტის არსებობის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას და თვითმმართველობის რეორგანიზებას მოითხოვენ.

XS
SM
MD
LG