Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი ბურჯანაძე


სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი ბურჯანაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:40:40 0:00

14 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი ბურჯანაძე, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" წარმომადგენელი. მან ილაპარაკა კამპანია "ეს შენ გეხებას" მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პროცესის გააქტიურებაზე, რის საბაბადაც იქცა გასული კვირის ბოლოს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელება. გიორგი ბურჯანაძემ განმარტა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მნიშვნელობა და აგრეთვე ილაპარაკა ფარული მიყურადებისა და თვალთვალის მარეგულირებელი კანონმდებლობის ხარვეზებზე. არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავაც მოითხოვენ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმისა და ისეთი სისტემის შექმნას, როცა სამართალდამცავ უწყებებს ყველასგან დამოუკიდებლად შეეძლებათ ფარული მიყურადება და თვალთვალი. გიორგი ბურჯანაძემ ხაზი გაუსვა წინასაარჩევნო კონტექსტს და იმას, რომ პროკურატურამ უნდა გამოიძიოს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერის არსებობისა და გავრცელების ყველა გამოვლენილი ფაქტი.

XS
SM
MD
LG