Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის და ირანის ნავთობის მინისტრები ერთმანეთს ხვდებიან


რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი, ალექსანდრ ნოვაკი 14 მარტს უნდა შეხვედროდა ირანის ნავთობის მინისტრს, ბიჟან ზანგანეს, რათა ემსჯელათ რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის შეთანხმებაზე ნავთობის დაბალი ფასების გამო ნავთობის წარმოების გაყინვის შესახებ. ზანგანემ ერთი დღის წინ უთხრა ირანის ტელევიზიას, რომ თეირანს არ აქვს გეგმა, გაყინოს ნავთობის პროდუქცია, და რომ ნავთობის მწარმოებლებმა მას "თავი უნდა დააგებონ". ზანგანეს თქმით, ირანი წარმოებას შეაჩერებს, როცა პროდუქცია მიაღწევს დღეში ოთხი მილიონ ბარელს. ეს ის ოდენობაა, რომელსაც ირანი სანქციების დაწესებამდე აწარმოებდა. ახლა" ირანის მიერ წარმოებული ნავთობის ოდენობა, ოპეკის თანახმად, დღეში სამი მილიონი ბარელის გარშემო მერყეობს.

XS
SM
MD
LG