Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ირანისთვის ახალი სანქციების შემოღებას ეწინააღმდეგება


გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების მქონე სახელმწიფომ, რუსეთმა, განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება გაეროს მიერ ირანისთვის სანქციების დაწესებას თეირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო. გაეროში რუსეთის წარმომადგენლის, ვიტალი ჩურკინის თქმით, ირანს არ დაურღვევია გაეროს რეზოლუცია, რომელმაც მოიწონა ირანსა და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს, ასევე გერმანიას, შორის მიღწეული ბირთული შეთანხმება. რეზოლუცია მოუწოდებს ირანს, თავი შეიკავოს ისეთი ბალისტიკური რაკეტების განვითარებისგან, რომლებიც ბირთვული ქობინის ტარების უნარი აქვთ. თეირანმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ მის მიერ რაკეტების გამოცდა არ ისახავს მიზნად ბირთვული შესაძლებლობის განვითარებას. ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ხვდებიან ერთმანეთს და სხვათა შორის, ირანის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო დაწესებაზე მსჯელობენ.

XS
SM
MD
LG