Accessibility links

logo-print

პოროშენკო ფინანსთა მინისტრსა და ლვოვის მერს მიიჩნევს პრემიერ-მინისტრობის შესაძლო კანდიდატებად


უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს აზრით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე შესაძლებელია ფინანსთა მინისტრის, ნატალია იარესკოს, ან ლვოვის მერის, ანდრეი სადოვის კანდიდატურების დასახელება. პოროშენკოს პრესმდივანი სვიატოსლავ ცეგოლკო სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი 14 მარტს ხვდება პარტიის ლიდერებს მთავრობაში შესაძლო ცვლილებებზე მოსალაპარაკებლად, რათა დაჩქარდეს რეფორმები და ამავე დროს შენარჩუნებულ იქნეს პრო-ევროპული კურსი. ცეგოლკოს ინფორმაციით, ერთ-ერთი შესაძლებლობაა, ტექნოკრატიული მთავრობის ხელმძღვანელად დაინიშნოს ნატალია იარესკო - ფინანსისტი, რომელიც უცხოეთშია დაბადებული. და ასევე შესაძლებელია, პრემიერ-მინისტრი გახდეს ანდრეი სადოვი, რომელიც სათავეში უდგას პრო-ევროპულ პარტია „სამოპომიხს“. ამასობაში, პოროშენკოს პარტიამ, ბლოკმა „სოლიდარობამ“, განმეორებით გამოაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი უნდა გადადგეს. მაგრამ იაცენიუკი უარს ამბობს გადადგომაზე მას შემდეგ, რაც მას პარლამენტში ნდობა გამოუცხადეს გასულ თვეში გამართული კენჭისყრისას.

XS
SM
MD
LG