Accessibility links

logo-print

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გამორიცხავს გადადგომას


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა აცხადებს, რომ გამორიცხავს გადადგომას. ამის შესახებ მან განაცხადა გადადგომისაკენ სტუდენტების ერთ-ერთი ჯგუფის მოწოდებაზე საპასუხოდ. ორშაბათს უფრო ადრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატმა გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნა. "მე ვხსნი კანდიდატურას და ვხსნი უნივერსტიტეტის სასარგებლოდ, იმის გამო, რომ უნივერსიტეტი დაუბრუნდეს სასწავლო და სამეცნიერო გარემოს", თქვა მან და "აბსურდული" უწოდა მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს. გაფრინდაშვილის მიერ კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით თსუ-ს სტუდენტებმა ერთი კვირის წინ დაიწყეს გაფიცვა. 14 მარტს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში გაიმართა გიორგი გაფრინდაშვილის მომხრეების გამოსვლაც. მისი მონაწილეები მოითხოვენ უნივერსიტეტის რექტორის, ვლადიმერ პაპავას გადადგომას. საპროტესტოდ განწყობილ ორ სტუდენტურ ჯგუფს შორის დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. ვითარება დაცვისა და პოლიციის თანამშრომლებმა განმუხტეს.

XS
SM
MD
LG