Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავთობის ფასი მკვეთრად შემცირდა ირანის გეგმის გამო


ნავთობის ფასი მკვეთრად შემცირდა მოლოდინის გამო, რომ ირანი არ შეუერთდება ნავთობის მწარმოებელი წამყვანი ქვეყნების, მათ შორის რუსეთის გეგმას, შეამცირონ ნავთობის წარმოება. 14 მარტს 3%-ით გაიაფდა ნედლი ნავთობის ფასი და გააგრძელა კლების ტენდენცია დღესაც: ერთი ბარელი 40 დოლარს ჩამსოცდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ ირანი ჯერ არ აპირებს, შეუერთდეს ნავთობის პროდუქციის შეჩერებას, მაგრამ შესაძლოა ეს ნაბიჯი გადადგას მას შემდეგ, რაც ნავთობის წარმოების მხრივ მიაღწევს დონეს, რომელზეც იყო მის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებამდე. როგორც ნოვაკმა 14 მარტს განაცხადა თეირანში, ირანელ კოლეგასთან ბიჯან ზანგანეჰთან შეხვედრის შემდეგ, მხარეები იზიარებენ შეფასებას, რომ ირანი განსაკუთრებულ მდგომარეობაშია. ირანში ნავთობის წარმოებაში დღეში 3 მილიონ ბარელზე ნაკლებამდე შემცირდა სანქციების გამო, რომლებიც ოფიციალურად იანვარში გაუქმდა. სანქციებამდე ირანი დღეში 4 მილიონამდე ბარელს აწარმოებდა.

XS
SM
MD
LG