Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს ოპოზიციონერ მამად იბრაჰიმს


აზერბაიჯანში სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს ოპოზიციონერ მამად იბრაჰიმს, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო ხულიგნობაში. მამად იბრაჰიმი ოპოზიციურ პარტია „სახალხო ფრონტის“ ლიდერის მრჩეველია, ის სექტემბერში დააკავეს. იბრაჰიმი აცხადებს, რომ უდანაშაულოა და მას პოლიტიკური მოტივით დევნიან. მამად იბრაჰიმის შვილს, ტურანს, რომელიც „სახალხო ფრონტის“ ახალგაზრდული კომიტეტის წევრია, იანვარში შვიდი დღით პატიმრობა შეუფარდეს უწმაწური სიტყვების საჯაროდ ხმარების, პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვის. ტურან იბრაჰიმიც პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს თავის გასამართლებას, რაც, მისი აზრით, მთელს ოჯახზე ხელისუფლების ზეწოლის ნაწილია.

XS
SM
MD
LG