Accessibility links

რუსეთში დააკავეს კულტურის მინისტრის მოადგილე გრიგორი პირუმოვი


რუსეთში დააკავეს კულტურის მინისტრის მოადგილე გრიგორი პირუმოვი საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ბრალდებით. რუსეთის მედია შინაგან საქმეთა სამინისტროს წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ პირუმოვი 15 მარტს დააკავეს ქალაქ დონის როსტოვში, საიდანაც დასაკითხად მოსკოვში გადაიყვანეს. ცნობების თანახმად, პირუმოვი ეჭვმიტანილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის განკუთვნილი თანხების გაფლანგვაში. სხვა დეტალები ჯერ უცნობია. 53 წლის პირუმოვი 2013 წლის მარტიდან იკავებს კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას.

XS
SM
MD
LG