Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა დაიწყო სირიიდან თავისი სამხედრო კონტინგენტის გაყვანა


რუსეთმა დაიწყო სირიიდან თავისი სამხედრო კონტინგენტის გაყვანა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დავალებით, რომელიც მან გუშინ მისცა თავდაცვის სამინისტროს. რუსეთის მედიამ აჩვენა SU-34 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები, რომლებიც 15 მარტს დაბრუნდნენ სირიიდან რუსეთში, ქალაქ ვორონეჟთან მდებარე საჰაერო ბაზაზე. მანამდე კი აჩვენეს, როგორ აფრინდნენ თვითმფრინავები სირიაში რუსეთის საჰაერო ბაზიდან. მოსკოვი სირიიდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანას შეუდგა ხუთ თვეზე მეტ ხანში იქ რუსეთის საჰაერო დარტყმების დაწყებიდან. მაშინ მოსკოვმა თავის ამოცანად დაასახელა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის გაძლიერება და საერთაშორისო ტერორიზმის წინაღამდეგ ბრძოლა. 14 მარტს პუტინმა გამოაცხადა, რომ რუსეთი გაიყვანს სამხედრო ძალების უდიდეს ნაწილს სირიიდან და ოპერაციის ამოცანები, მთლიანობაში, შესრულებულია. ამ ნაბიჯის ფონს ქმნის ჟენევაში 14 მარტს დაწყებული მოლაპარაკება სირიაში ომის პოლიტიკური გზით მოსაგვარებლად.

XS
SM
MD
LG