Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენიმე პროფესორმა შიმშილობა დაიწყო რექტორ ლადო პაპავას მხარდასაჭერად


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე პროფესორმა შიმშილობა დაიწყო რექტორის, ვლადიმერ პაპავას მხარდასაჭერად. პროფესორები ამბობენ, რომ შიმშილობას არ შეწყვეტენ, ვიდრე უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები არ დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს და თვითმმართველობის წევრები არ დატოვებენ რექტორის კაბინეტს. პაპავას გადადგომას მოითხოვს სტუდენტების ჯგუფი, რომელიც აპროტესტებს უნივერსიტეტში ე.წ. „ოდეერის“ არსებობას და იმ გარემოებას, რომ რექტორი „ოდეერის“ საკითხზე აქამდე არაფერს ამბობდა. უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა დღეს გამოაცხადა, რომ შიმშილობას გამოაცხადებს რექტორ ლადო პაპავას გადადგომის მოთხოვნით. სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა დღეს დაიკავეს რექტორისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს კაბინეტები. 14 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატმა გიორგი გაფრინდაშვილმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და ამით დააკმაყოფილა სტუდენტების იმ ჯგუფის მოთხოვნა, რომელმაც მისი კანდიდატურის გასაპროტესტებლად ერთი კვირის წინ დაიწყო აქციების მოწყობა. სტუდენტების ამ ჯგუფს არ სურს, რომ რექტორი ლადო პაპავა გადადგეს. ორ სტუდენტურ ჯგუფს შორის უკვე რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება.

XS
SM
MD
LG