Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თსუ-ში შექმნილი ვითარება განათლების სამინისტროში განიხილეს


უნივერსიტეტის პირველ კორპუსში მყოფი სტუდენტების საინიციატივო ჯგუფი „აუდიტორია #115“-ის წევრები ცდილობდენ შენობის გარეთ მდგარი მათი თანამოაზრე სტუდენტების უნივერსიტეტში შეყვანას, რაც ნაწილობრივ მოახერხეს. ამ დროისათვის ისევ აკადემიური საბჭოს ოთახში რჩებიან თვითმართველობის წევრი სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტის რექტორის, ლადო პაპავას გადადგომას მოითხოვენ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დღეს საღამოს გაიმართა შეხვედრა, რომელზეც უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელებეს. განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას სთხოვა, პარიტეტული პრინციპით შეერჩია ყველა მხარის წარმომადგენელი, ვინც მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობას მიიღებდა. „აუდიტორია #115“-ის წარმომადგენლებმა არ ისურვეს შეხვედრაში მონაწილეობა. ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე კი უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კვირიკაშვილი, რომელმაც შინაგან საქმეთა მინისტრს უნივერსიტეტში უსაფრთხოების ზომების გაძლიერება და ვითარების განმუხტვა დაავალა, ხოლო განათლების მინისტრს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალთან შეხვედრისაკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG