Accessibility links

logo-print

ბრიუსელში სროლა ატყდა კონტრტერორისტული ოპერაციის დროს


ბრიუსელში სროლა ატყდა კონტრტერორისტული ოპერაციის დროს. ფედერალური პროკურორის პრესმდივნის ცნობით, პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს. მისივე ცნობით, ოპერაცია ტარდებოდა ბრიუსელის სამხრეთ გარეუბანში და უკავშირდება 2015 წლის ნოემბერში პარიზში მოწყობილ ტერაქტებს, რომლებმაც 130 ადამიანი შეიწირა. ცნობების თანახმად, 15 მარტის ინციდენტის დროს სამი პოლიციელი დაიჭრა. ამასობაში გრძელდება პოლიციის ფართომასშტაბიანი ოპერაცია: ცდილობენ, სულ ცოტა, ორი ძებნილის შეპყრობას. ბელგიაში 11 ადამიანს წაუყენეს ბრალდებები პარიზში თავდასხმებთან დაკავშირებით. ჯერაც ვერ მოხერხდა მთავარი ეჭვმიტანილის, ბრიუსელის მკვიდრი სალაჰ აბდესლამის დაკავება.

XS
SM
MD
LG