Accessibility links

logo-print

ჟირინოვსკის პარტია მოითხოვს გორბაჩოვისა და ელცინის პოლიტიკის „დანაშაულებრივად“ გამოცხადებას


რუსეთის ულტრანაციონალისტურმა ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ პარლამენტს მიმართა ინიციატივით, „დანაშაულებრივად და დესტრუქციულად“ გამოცხადდეს ყოფილი საბჭოთა ლიდერის, მიხაილ გორბაჩოვისა და რუსეთის პირველი პრეზიდენტის, ბორის ელცინის პოლიტიკა. დეკლარაციის პროექტში, რომელიც 15 მარტს გამოქვეყნდა პარლამენტის ქვედა პალატის ვებსაიტზე, ნათქვამია, რომ პირადად გორბაჩოვსა და ელცინს ეკისრებათ პასუხისმგებლობა „საბჭოთა კავშირის დაშლაზე, ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებებზე, სამხედრო კონფლიქტებზე ... და 1990-ან წლებში მილიონობით ადამიანის ცხოვრების დონის კატარსტროფულად გაუარესებაზე“. დეკლარაციის მისაღებად საჭიროა 226 პარლამენტარის მხარდაჭერა სულ 450-ადგილიან სახელმწიფო სათათბიროში. პარლამენტში ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას, რომელსაც ვლადიმირ ჟირინოვსკი ხელმძღვანელობს, 56 მანდატი ეკუთვნის. სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილე ანდრეი ისაიევმა „საარჩევნო კამპანიის“ ნაწილი უწოდა ჟირინოვსკის პარტიის ინიციატივას. რუსეთში 18 სექტემბერს გაიმართება საპარლამენტო არჩევნები.

XS
SM
MD
LG