Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმერ პაპავა მინისტრთან შეხვედრის შემდეგაც აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს


რექტორის გადადგომის საკითხი რექტორის გადასაწყვეტია, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ, განათლების მინისტრთან, აკადემიური საბჭოსა და სტუდენტური თვითმმართველობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დღესვე იგი შეხვდება სტუდენტების იმ ჯგუფს, რომელიც განათლების მინისტრთან შეხვედრას არ ესწრებოდა და მას განათლების მინისტრის მოადგილე დაესწრება. “რექტორის გადადგომის საკითხი რექტორის გადასაწყვეტია და რექტორი ამ გადაწყვეტილებას არ იღებს, გამომდინარე იმ პასუხისმგებლობებიდან, რაც მას აქვს აღებული. ასევე, მოვისმინეთ აკადემიური საბჭოს და სენატის წევრების მოსაზრებები და ისინი აქტიურად გამოხატავდნენ საკუთარ მოსაზრებებს საკითხთან დაკავშირებით. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მინისტრის მოადგილესთან ერთად რამდენიმე ჩვენი წარმომადგენელი შეხვდება აუდიტორია 115-ის წევრებს, რადგან მათი წარმომადგენლები ამ შეხვედრას არ ესწრებოდნენ”, - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.

XS
SM
MD
LG