Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია შარვაშიძე და ვლადიმერ პაპავა შეთანხმდნენ "აუდიტორია 115"-ის წევრებთან


განათლების მინისტრის მოადგილე გია შარვაშიძემ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ ე.წ. „აუდიტორია 115“-ის წევრებთან რამდენიმე საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს. შეხვედრაზე, რომელიც თსუ-ში გაიმართა, „აუდიტორია 115“-ის წევრებმა დააყენეს საკითხი თვითმმართველობის რეორგანიზაციის შესახებ, ასევე, "ოდეერის" ინსტიტუტის საკითხის შესწავლის თაობაზე. გია შარვაშიძის თქმით, განათლების სამინისტრომ უკვე მიმართა პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. გარდა ამისა, მანამდე მოკვლევას ჩაატარებს უნივერსიტეტის აუდიტის სამსახურიც. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც სტუდენტებმა დააყენეს და თანხმობა მიიღეს რექტორისგან, არის „აუდიტორია 115“-ის პლატფორმის, როგორც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან და განათლების სამინისტროსთან ურთიერთობის ფორმატის, შენარჩუნება. სტუდენტებმა მოითხოვეს, რომ „აუდიტორია 115“-ში შეკრების საშუალება და უნივერსიტეტის წინაშე არსებული საკითხების განხილვის საშუალება მიეცეთ.

XS
SM
MD
LG