Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქციები გრძელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში


საპროტესტო აქციები გრძელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მხარდამჭერები უნივერსიტეტის ეზოში არიან შეკრებილნი და რექტორის, ვლადიმერ პაპავას გადადგომას მოითხოვენ. ამ მოთხოვნით უნივერსიტეტის შენობაში მეორე დღეა შიმშილობს თვითმმართველობის პრეზიდენტი შალვა საბაური. რექტორის მხარდასაჭერად 15 მარტს შიმშილობა დაიწყო უნივერსიტეტის სამმა პროფესორმა, რომლებსაც დღეს კიდევ ორი კოლეგა შეუერთდა. ისინი ვლადიმერ პაპავაზე ზეწოლის შეწყვეტას მოითხოვენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპროტესტო აქციას განაგრძობენ სტუდენტთა ჯგუფის, "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლებიც, რომლებიც რექტორის გადადგომას ეწინააღმდეგებიან. ეს ჯგუფი მოითხოვს უნივერსიტეტის თვითმმართველობის და რექტორის, აკადემიური საბჭოსა და სენატის არჩევის სისტემის შეცვლას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთელ ტერიტორიაზე პოლიციელები არიან მობილიზებულნი.

XS
SM
MD
LG