Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელჩებმა შეშფოთება გამოთქვეს ფარული ჩანაწერების გავრცელების გამო


საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა შეშფოთება გამოთქვეს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების გამო. ელჩების სამუშაო ჯგუფის განცხადებით, მსგავსი ქმედება უგულვებელყოფს დემოკრატიულ პრინციპებს, რომლებზეც საქართველო დაფუძნდა. "ჩვენ ვგმობთ მსგავსი ბოროტი განზრახვის ყველა ფორმას და მივესალმებით პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების მხარდასაჭერად გაკეთებულ მკაცრ განცხადებებს" - ნათქვამია საქართველოში აკრედიტებული ელჩების განცხადებაში. უცხოელი დიპლომატები მიესალმებიან მსგავსი ქმედებების წინააღმდეგ ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ერთიანობასაც და უმნიშვნელოვანესად მიიჩნევენ ეფექტურ, გამჭვირვალე და სწრაფ გამოძიებას.

XS
SM
MD
LG