Accessibility links

logo-print

ტრამპმა და კლინტონმა ფლორიდის შიდაპარტიულ არჩევნებში გაიმარჯვეს


აშშ-ში სამშაბათს ჩატარებული შიდაპარტიული არჩევნების წინასწარი შედეგებით, ფავორიტებმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა და დემოკრატმა ჰილარი კლინტონმა გაიმარჯვეს ფლორიდის შტატში საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღეს. ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი, როგორც ჩანს, ასევე ამარცხებს მეტოქეს, სენატორ ბერნი სანდერსს კიდევ სამ შტატში. შედეგად ის მხარდაჭერას გაინაღდებს ოთხ შტატში სულ ხუთიდან, სადაც 15 მარტს შიდაპარტიული არჩევნები ჩატარდა. მეორე მხრივ, მულტიმილიარდერმა დონალდ ტრამპმა, რომელიც პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატად დასახელების მსურველებს შორის ლიდერობს, იოლად დაამარცხა მეტოქე მარკო რუბიო ამ უკანასკნელის მშობლიურ ფლორიდაში. ტრამპმა გაიმარჯვა კიდევ ორ შტატში და გაზარდა უპირატესობა მთავარ მეტოქესთან ტედ კრუზთან. ხოლო მარკო რუბიო, რომელიც რესპუბლიკელების ისტაბლიშმენტის ფავორიტად ითვლებოდა, ფლორიდაში მარცხის შემდეგ საარჩევნო პროცესს გამოეთიშა.

XS
SM
MD
LG