Accessibility links

logo-print

სირია დატოვა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მორიგმა ჯგუფმა


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სირია დატოვა რუსეთის თვითმფრინავების მორიგმა ჯგუფმა. მის შემადგენლობაში არიან ილ-76 ტიპის სამხედრო სატრანსპორტო და სუ-25 ტიპის მოიერიში თვითმფრინავები. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დავალებით, 15 მარტს დაიწყო სირიიდან რუსეთის სამხედრო კონტინგენტის ძირითადი ნაწილის გაყვანა. ამასთან, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლაი პანკოვი აღნიშნავს, რომ ტერორისტებზე თავდასხმები გაგრძელდება. რუსეთმა შარშან 30 სექტემბერს დაიწყო საჰაერო დარტყმები სირიაში. მოსკოვი ირწმუნება, რომ ოპერაცია მიმართულია მხოლოდ ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგ. თუმცა სირიელი ოპოზიციონერები, ისევე როგორც შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედი მრავალეროვანი კოალიცია აცხადებენ, რომ რუსეთი ებრძვის მეამბოხეებს, რომლებიც სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს უპირისპირდებიან.

XS
SM
MD
LG