Accessibility links

სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულ პირებს


თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების შენახვა-გავრცელების ბრალდებით დაკავებულ პირებს, ზურაბ ჯამალაშვილს და ირაკლი ფხალაძეს. საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა დახურული რეჟიმით მიმდინარეობდა. ზურაბ ჯამალაშვილი და ირაკლი ფხალაძე ბრალს არ აღიარებენ. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 15 მარტს განაცხადა, რომ პირადი და ოჯახური საიდუმლოების ხელყოფის ბრალდებით ჯამალაშვილისა და ფხალაძის გარდა, სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს კიდევ სამი პირის, გელა ღურწკაიას, ნიკოლოზ ხაჭაპურიძის და ინგა ჩატოიანის მიმართ. მათ წინააღმდეგ აღძრული საქმე 2014-2015 წლების პერიოდს მოიცავს. რაც შეეხება ბოლო დღეებში გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერებს, სამართალდამცავებმა დასახმარებლად მიმართეს აშშ-ის და კიდევ რამდენიმე სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებსაც, რათა დადგინდეს კონკრეტულად რომელი ქვეყნის IP მისამართებიდან აიტვირთა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერები.

XS
SM
MD
LG