Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში დააკავეს სამი მეცნიერი „ტერორიზმის პროპაგანდის“ ბრალდებით


თურქეთში „ტერორიზმის პროპაგანდის“ ბრალდებით დააპატიმრეს სამი მეცნიერი მას შემდეგ, რაც მათ საჯაროდ წაიკითხეს პეტიცია ქურთებით დასახლებულ რეგიონში უშიშროების ოპერაციის შეწყვეტის მოთხოვნით. პოლიციამ ასევე დააკავა და დაკითხა ბრიტანეთის მოქალაქე სასამართლოში, რომელმაც სამი მეცნიერის დაპატიმრების ორდერი გასცა. თურქეთის მთავრობა ქურთ მეამბოხეებს, კერძოდ ქურთისტანის მუშათა პარტიას ადანაშაულებს ანკარაში 13 მარტს აფეთქების მოწყობაში, რის შედეგადაც 37 ადამიანი დაიღუპა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. იანვარში სამეცნიერო წრეების 2000-ზე მეტმა წარმომადგენელმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომელშიც გაკრიტიკებულია უშიშროების ძალების ოპერაცია სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში. ქურთისტანის მუშათა პარტიასთან შეიარაღებული კონფლიქტი შარშან ივლისში განახლდა. ამის შემდეგ ასობით სამოქალაქო პირი, სამართალდამცველი და მეამბოხეა დაღუპული. პეტიციამ გააღიზიანა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი, რომელმაც თქვა, რომ მეცნიერებს ძვირად დაუჯდებათ „ღალატი“.

XS
SM
MD
LG