Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში თალიბანის მოკავშირეებმა იკისრეს პასუხისმგებლობა ავტობუსის აფეთქებაზე


პაკისტანში, სულ ცოტა, 15 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაიჭრა ავტობუსში ბომბის აფეთქების შედეგად. აფეთქება მოხდა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ ფეშავარში, ხალხით სავსე რაიონში, როცა ავტობუსში ადიოდნენ სამთავარობო უწყების თანამშრომლები სამსახურში წასასვლელად. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა პაკისტანელი თალიბების მოკავშირე ექსტრემისტების ჯგუფმა, „ლაშქარ-ე-ისლამმა“. ის აცხადებს, რომ შური იძია სამხედრო ტრიბუნალზე 13 ექსტრემისტისათვის სიკვდილის მისჯისათვის. ექსტრემისტების განაჩენი 15 მარტს გამოაცხადეს.

XS
SM
MD
LG