Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის მთავრობა უარს ამბობს ოპოზიციასთან პირდაპირ მოლაპარაკებაზე


სირიის მთავრობის დელეგაციის ხელმძღვანელი, ბაშარ ალ-ჯააფარი უარს ამბობს პირდაპირ კონტაქტზე ოპოზიციის წარმომადგენლებთან სამშვიდობო მოლაპარაკებისას, რომელიც მესამე დღეა მიმდინარეობს ჟენევაში. როგორც ჯააფარიმ განაცხადა, ის პირისპირ არ შეხვდება მოლაპარაკებაზე ოპოზიციის მთავარ წარმომადგენელს, მუჰამად ალუშს, სანამ ის ბოდიშს არ მოიხდის მოთხოვნისათვის, რომ სირიაში პოლიტიკური გარდაქმნის პროცესი უნდა დაიწყოს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დამხობით, ან სიკვდილით. ჯააფარიმ გაეროს წარმომადგენელთან, სტაფან დე მისტურასთან შეხვედრის შემდეგ, ალუში მოიხსენია ტერორისტული ჯგუფის წევრად. სირიელი ოპოზიციონერების ლიდერებმა 15 მარტს განაცხადეს, რომ მზად არიან მთავრობის წარმომადგენლებთან პირისპირ შესახვედრად. პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მომავალი სახელდება ერთ-ერთ სადავო საკითხად მოლაპარაკებაზე, რომლის მიზნადაც სახავენ პოლიტიკური გზის მონახვას სირიაში ხუთი წლის წინ დაწყებული კონლიქტისათვის ბოლოს მოსაღებად. ოპოზიცია მოითხოვს ასადის გადადგომას გარდამავალი ეტაპის დაწყებამდე. დამასკი უარყოფს ამ მოთხოვნას.

XS
SM
MD
LG