Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრები მეორე კორპუსში განაგრძობენ აქციას


თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტის, პაატა ბახტურიძის განცხადებით, თვითმმართველობა უნივერსიტეტის მეორე კორპუსში გააგრძელებს აქციას რექტორის გადაგომის მოთხოვნით. ამის შესახებ ბახტურიძემ ჟურნალისტებს უთხრა უნივერსიტეტის ლექტორების ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ. დღეს უფრო ადრე, უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ უარით უპასუხა თვითმმართველობის წარმომადგეენლების ულტიმატუმს გადადგომის მოთხოვნით. სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორების ჯგუფი დღეს შეხვდა "აუდიტორია 115"-ის წევრებსაც. სტუდენტების ეს ჯგუფი მოითხოვს უნივერსიტეტის თვითმმართველობის და რექტორის, აკადემიური საბჭოსა და სენატის არჩევის სისტემის შეცვლას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების გამოსვლები გასულ კვირაში დაიწყო.

XS
SM
MD
LG