Accessibility links

აშშ-ის პრეზიდენტმა დაასახელა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატი


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ფედერალური სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მერიკ გარლანდი დაასახელა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად, რაც მოასწავებს რესპუბლიკელებთან უთანხმოების გამწვავებას დაძაბული საარჩევნო კამპანიის ფონზე. 63 წლის გარლანდი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს, თუმცა რესპუბლიკელებს, რომლებიც სენატში უმრავლესობაში არიან, ნათქვამი აქვთ, რომ არც კი განიხილავენ ობამას მიერ დასახელებულ კანდიდატს, რადგან მათი აზრით, ახალი მოსამართლე შემდეგმა პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს. უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობა ვაკანტური გახდა გასულ თვეში, როცა გარდაიცვალა კონსერვატიული ძალების წარმომადგენლად მიჩნეული მოსამართლე ენტონინ სკალია. მისი გარდაცვალების შემდეგ სასამართლო თანაბრად არის გაყოფილი რესპუბლიკელი და დემოკრატი პრეზიდენტების მიერ წარდგენილ მოსამართლეებს შორის. რესპუბლიკელები შიშობენ, რომ ობამას არჩევანი ბალანსს დაარღვევს ლიბერალური იურისპრუდენციის სასარგებლოდ.

XS
SM
MD
LG