Accessibility links

ბრიუსელში ევროკავშირ-თურქეთის სამიტის მორიგი რაუნდი გაიმართება


ევროკავშირისა და თურქეთის ლიდერები 17 მარტს კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთანეთს, რათა შეაჯერონ ის შეთანხმება, რამაც ეგეოსის ზღვის გავლით საბერძნეთში მიმავალი მიგრანტების ნაკადი უნდა შეამციროს. ორდღიანი შეხვედრის დაწყებამდე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე „ბევრი საქმეა გასაკეთებელი“. ევროკავშირის ლიდერები იმსჯელებენ იმ გეგმაზე, რაც 10 დღის წინ წარმოადგინა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლომ. გეგმის პროექტი ევროკავშირის მიერ თავშესაფრით უზრუნველყოფილი ერთი დევნილის სანაცვლოდ, ერთი არალეგალი მიგრანტის უკან, თურქეთში, დაბრუნებას ითვალისწინებს. ევროპელმა პოლიტიკოსებმა ამ პრინციპს უწოდეს „ერთი-ერთზე“. მაგრამ არსებობს საფრთხე, რომ შეთანხმება ჩაშალოს ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებისა და თურქეთ-კვიპროსის პრობლემაზე მსჯელობამ. თურქეთსა და კვიპროს შორის არსებული ხანგრძლივი კონფლიქტის გამო ანკარა ნებას არ აძლევს კვიპროსს, ევროკავშირის ქვეყნების მსგავსად ისარგებლოს თურქეთის აეროდრომებითა და პორტებით.

XS
SM
MD
LG