Accessibility links

logo-print

ევროპარლამენტში გაიმართება ასოცირების შეთანხმების სამოქმედო გეგმის განხილვა


დღეს ბრიუსელში, ევროპარლამენტში გაიმართება საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების 2015 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის განხილვა და დისკუსია. ასოცირების შეთანხმების ფარგლებში სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ რეფორმებს ევროპარლამენტს გააცნობენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართულობის საკითხზე მოხსენებით წარსდგება ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისსაკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ევროპარლამენტის სხდომაზე განსახილველი მთავარი საკითხია ევროკავშირთან ასოცირების და მისი შემადგენელი თავისუფალი სავაჭრო სივრცისშეთანხმებების შესრულება და მონიტორინგის მექანიზმები.

XS
SM
MD
LG