Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეროვნულ ბანკს ახალი პრეზიდენტი ჰყავს


ახალი პრეზიდენტი ჰყავს საქართველოს ეროვნულ ბანკს. მისი ხელმძღვანელის თანამდებობაზე კობა გვენეტაძის დანიშვნის განკარგულებას 17 მარტს მოაწერა ხელი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე კობა გვენეტაძის კანდიდატურა გიორგი მარგველაშვილს 16 მარტს წარუდგინა ეროვნული ბანკის საბჭომ. „მიმაჩნია რომ ასეთი მაღალი რანგის პროფესიონალი ნამდვილად გამოადგება საქართველოს ეროვნულ ბანკს და იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლის იმედიც გვაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში“ - განუცხადა ჟურნალისტებს კობა გვენეტაძესთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. დღესვე კობა გვენეტაძე და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები შეხვდნენ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემა იყო ლარის კურსი და სავალუტო ბაზარზე ბოლო პერიოდში არსებული დადებითი ტენდენციები. პრესსამსახურის ცნობითვე, ყურადღება გამახვილდა კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო სისტემის რეფორმის მნიშვნელობაზე, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების სტრატეგიასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის საკითხებზე.

XS
SM
MD
LG