Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა და „დიდი შვიდეული“ პუტინს სავჩენკოს განთავისუფლებისაკენ მოუწოდებენ


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ეკონომიკურად ყველაზე უფრო განვითარებული „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოთა ლიდერები მოუწოდებენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომ გაათავისუფლოს რუსეთში პატიმრობაში მყოფი უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო. სავჩენკო 3 მარტიდან შიმშილობს პროტესტის ნიშნად და მხოლოდ სითხეს იღებს. 16 მარტს გამათულ სატელეფონო საუბარში ობამამ უთხრა რუს კოლეგას, რომ მან უნდა გაათავისუფლოს სავჩენკო, რასაც ითვალისწინებს მინსკის სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც მხარეებს ავალდებულებს, გაათავისუფლონ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის დროს უკანონოდ დაკავებული ყველა პატიმარი. ნადეჟდა სავჩენკოს ბრალად ედება 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობა. ის უარყოფს ბრალდებას. სავჩენკო აცხადებს, რომ 2014 წლის ივნისში შეიპყრეს აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც მოხალისეთა ბატალიონში იბრძოდა რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების წინააღმდეგ, შემდეგ კი უკანონოდ ჩაიყვანეს რუსეთში. ბრალდების მხარე სავჩენკოსთვის 23 წლით პატიმრობის მისჯას მოითხოვს.

XS
SM
MD
LG