Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში ჯაშუშობისათვის მსჯავრდებული ჟურნალისტი გაათავისუფლეს


ბაქოს სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი რაუფ მირქადიროვი, რომელიც გასული წლის დეკემბერში სომხეთის სასარგებლო ჯაშუშობის ბრალდებით სახელმწიფო ღალატის მუხლით გაასამართლეს და ექვსნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 17 მარტს ბაქოს სააპელაციო სასამრთლომ განაჩენი 5 წლიანი პირობით სასჯელით შეუცვალა და მირქადიროვი დარბაზიდან გაათავისუფლა. 54 წლის ჟურნალისტი აზერბაიჯანში გამომავალ რუსულენოვან გაზეთ „ზერკალოს“ კორესპოდენტად მუშაობდა. თურქეთიდან დეპორტირების შემდეგ, იგი 2014 წელს დააკავეს ბაქოში. მირქადიროვის დაპატიმრება არაერთხელ დაგმეს საერთაშორისო უფლებათადამცველმა ორგანიზაციებმა.

XS
SM
MD
LG