Accessibility links

logo-print

მძლეოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი რუსი სპორტსმენების გარეშე ტარდება


მძლეოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც დახურულ დარბაზებში 17-20 მარტს გაიმართება აშშ-ის ქალაქ პორტლენდში, არ გამოვლენ რუსეთის წარმომადგენლები. რუსი მძლეოსნები მსოფლიოს ანტისადოპინგო უწყების ( WADA) მიერ არიან დისკვალიფიცირებული მათ მიერ დოპინგის გამოყენებით მაღალი სპორტული შედეგის მიღწევის მცდელობისათვის. ამავე მიზეზით გამო რუსი სპორტსმენების გარდა მსოფლიო ჩემპიონატში ვერ იასპარეზებენ ასევე კენიელი და ეთიოპიელი სპორტსმენები. რუსეთის სპორტის მინისტმა ვიტალი მუტკომ 16 მარტს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს გამოთქვა იმედი, რომ რუს სპორტსმენებს აღუდგებათ უფლება და შეძლებენ 2016 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG