Accessibility links

logo-print

უკრაინის გენერალური პროკურორი შოკინი კვლავ დაუბრუნდა თანამდებობას


ვიქტორ შოკინი, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, 16 თებერვალს დატოვა უკრაინის გენერალური პროკურორის თანამდებობა, კვლავ შეუდგა ამ პოსტზე საქმიანობას. ინფორმაცია ამის შესახებ გენერალური პროკურატურის პრესსამსახურმა გაავრცელა. ამ მოულოდნელი გადაწყვეტილების ფონია პროფილური საპარლამენტო კომიტეტის გადაწყვეტილება, რომ გენერალური პროკურორის გადაყენების საკითხი კენჭისყრაზე დადგეს. შოკინის მოადგილე ვლადისლავ კუცენკო აცხადებს, რომ ვერხოვნა რადაში არ შეგროვდა საკმარისი ხმები, რაც გენერალური პროკურორის გადაყენებისათვის არის საჭირო. აშშ და ევროკავშირი სულ უფრო ხშირად მოუწოდებენ უკრაინის ხელისუფლებას ქვეყანაში კორუფციის აღმოფხვრისაკენ მიმართული შიდა რეფორმების განხორციელებისაკენ. გენერალური პროკურორის პოსტზე ვიქტორ შოკინის დაბრუნებამდე ერთი დღით ადრე, 15 მარტს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდმა ამერიკელ სენატორებს გააცნო ვითარება უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლის მხრივ. მისი თქმით, ოლიგარქები და კლეპტოკრატები, რომლებიც მრავალი წელი აკონტროლებდნენ უკრაინას, ყველანაირად ცდილობენ რეფორმების შეჩერებას.

XS
SM
MD
LG