Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა საჭიროდ მიიჩნევს "კარასინ-აბაშიძის ფორმატის" შენარჩუნებას


საქართველოს მთავრობა აუცილებლად მიიჩნევს რუსეთთან მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნებას და აცხადებს, რომ მიუხედავად "რთული პროცესისა", ასეთი დიალოგი სხვადასხვა პრაქტიკული ხასიათის საკითხების გადაჭრის შესაძლებლობას იძლევა ისეთ სფეროებში, როგორიც არის სავაჭრო ურთიერთობები, სატრანსპორტო კომუნიკაციები და ჰუმანიტარული საკითხები. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებების შემდეგ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა აბაშიძე-კარასინის ფორმატის გადახედვის შესაძლებლობის საკითხზე ალაპარაკდა. ამასთან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია კატეგორიულად აცხადებს, რომ რუსულ მხარესთან ნებისმიერი ფორმატის დიალოგი გამორიცხავს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე რაიმე სახის კომპრომისს.

XS
SM
MD
LG