Accessibility links

სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის რეგიონალური პრობლემები


დედათა სიკვდილიანობის, მოზარდთა მშობიარობის, აბორტის, საშვილოსნოს ყელის კიბოს შედეგად გარდაცვალების, მეორადი უნაყოფობის, აივ ინფექციის გავრცელების მაჩვენებლები გაცილებით მაღალია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ვიდრე ევროკავშირის სახელმწიფოებში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, გაეროს მოსახლეობის ფონდი  და ევროკავშირის დონორი ორგანიზაციები ახალ სამოქმედო გეგმაზე მუშაობას ასრულებენ. დოკუმენტი რეგიონის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში,  სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. რატომ არის საჭირო ახალი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რა მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდებისთვის - ქალებისა და კაცებისთვის - სქესობრივი და რეპროდუქციული უფლებების შესახებ ცოდნას, ოჯახის დაგეგმვას, ორსულობისთვის მზადებას? ამ საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე „გენდერული ამბების“ სტუმარი, გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის რეგიონალური მრჩეველი სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში, თამარ ხომასურიძე საუბრობს. გადაცემას მზია ფარესიშვილი უძღვება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG