Accessibility links

რუსეთს სირიაში სამხედრო ოპერაცია 33 მილიარდი რუბლი დაუჯდა


რუსეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში დაახლოებით 33 მილიარდი რუსული რუბლი დაჯდა, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც 17 მარტს კრემლში უმასპინძლა სირიაში, საბრძოლო მოქმედებების მონაწილე რუს სამხედროებს.პუტინი დარწმუნებულია, რომ ეს დანახარჯები აბსოლუტურად გამართლებული და აუცილებელი იყო. „მხოლოდ საბრძოლო ვითარებაში შეიძლებოდა სათანადოდო გამოგვეცადა ბევრი ის სამხედრო ტექნიკა, რასაც ვიყენებთ. გამოგვევლინა და აღმოგვეფხვრა არსებული პრობლემები“, - აღნიშნა რუს სამხედროებთან შეხვედრაზე პუტინმა და იმედი გამოთქვა, რომ ზავის პირობებს სირიაში ყველა მხარე დაიცავს.

XS
SM
MD
LG