Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის კომისია უკრაინისთვის ვიზების ლიბერალიზაციის რეკომენდაციით მომავალ თვეში გამოვა


ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, უკრაინამ გაატარა საჭირო რეფორმები საიმისოდ, რომ ევროკომისია მომავალ თვეში გამოვიდეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის რეკომენდაციით, ევროკავშირის შენგენის ზონისთვის.17 მარტს, ბრიუსელში ვიზიტისას, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ რადიო თავისუფლებას უთხრა, ეს ძალიან დადებითი სიახლეაო. „ჩვენ ყველაფერი შევასრულეთ“, უთხრა პოროშენკომ რადიო თავისუფლებას და დასძინა, ეს დიდი მიღწევაა უკრაინისთვის და ევროკავშირისთვისაც, რადგან მწამს, რომ ორივე მხარე მოგებული გამოვაო. „უკრაინამ ბოლო დღეებში და საათებში მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა“ - განაცხადა იუნკერმა და დასძინა, „ეს ნაბიჯები კომისიაში საშუალებას მოგვცემს აპრილში გამოვიდეთ სავიზო ლიბერალიზაციის წინადადებით“. წინადადებას ევროპარლამენტის და ევროკავშირის 28-ვე წევრის დამტკიცება დასჭირდება.

XS
SM
MD
LG