Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: რუსეთი „რამდენიმე საათში“ შესძლებს სირიაში სამხედრო ძალების დაბრუნებას


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი სირიაში თავისი სამხედრო ძალების დაბრუნებას „რამდენიმე საათში“ შესძლებს. პუტინი ამ განცხადებით გამოვიდა 17 მარტს, კრემლში, სამ დღეში მას შემდეგ, რაც სირიიდან რუსეთის ჯარის ნაწილობრივი გამოყვანის ბრძანება გასცა. მისი თქმით, მოსკოვი საკმარის ძალებს დაიტოვებს საიმისოდ, რომ გაგრძელდეს ბრძოლა ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ და სხვა ექსტრემისტული ჯგუფების წინააღმდეგ. „დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში ახალ და სერიოზულ წარმატებას მოვიპოვებთო“, განაცხადა რუსეთის ლიდერმა. კონკრეტულად, მან იმედი გამოთქვა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების მიერ დაკავებულ ქალაქ პალმირას მალე დაიბრუნებენ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ერთგული ძალები. პუტინის თქმით, სირიაში რუსეთის კამპანია 33 მილიარდი რუბლი, ანუ 481 მილიონი დოლარი დაჯდა.

XS
SM
MD
LG