Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ დაზარალებულად ცნო ალექსი პეტრიაშვილი


პროკურატურამ დაზარალებულად ცნო პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი - ამის შესახებ, პეტრიაშვილის ადვოკატზე დაყრდნობით იუწყება ინტერპრესნიუსის სააგენტო. პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს 26 თებერვალს თბილისში, საბურთალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით. მაგრამ დაცვის მხარე მოითხოვს, რომ ეს კვალიფიკაცია შეიცვალოს და საქმის გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით გაგრძელდეს. სამართალდამცავებმა 7 მარტს, პეტრიაშვილზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს ერთი პირი, რომელსაც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გრძელდება კიდევ ერთი თავდამსხმელის ძებნა.

XS
SM
MD
LG