Accessibility links

ევროკავშირისა და თურქეთის ლიდერები მიგრანტთა კრიზისის მოგვარების გზებს ეძებენ


ბრიუსელში მიმდინარეობს ევროპის კავშირისა და თურქეთის ლიდერთა შეხვედრა, რომლის მიზანია მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისის მოსაგვარებელი გზების გამოძებნა. ევროკავშირის ლიდერებმა მოილაპარაკეს, თურქეთს შესთავაზონ ფინანსური და პოლიტიკური შეღავათები, თუ ანკარა მოახერხებს, შეაჩეროს და საბერძნეთამდე ჩაღწევის საშუალება არ მისცეს მიგრანტებს. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ იმედი გამოთქვა, რომ მოახერხებს ევროპელ პარტნიორებთან საერთო ენის გამონახვას. მისი თქმით, ევროკავშირსა და თურქეთს საერთო მიზნები აქვთ: დაეხმარონ სირიელ ლტოლვილებს და ერთად უზრუნველყონ ევროპის კონტინენტის ნათელი მომავალი. „ახლა ბრიუსელში - ისევე, როგორც წინა სამიტებზე - განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ჰუმანიტარულ საკითხებს. ჩვენთვის, თურქეთისთვის, ლტოლვილთა კრიზისი არის არა ვაჭრობის, არამედ ღირებულებების საკითხი: ჰუმანიტარული და ევროპული ღირებულებებისა. თურქეთმა 2,7 მილიონი ლტოლვილი ისე მიიღო, რომ ხელშესახები დახმარება არსაიდან მიუღია. და დღეს მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავისვა, რომ ჰუმანიტარულ სფეროში თურქეთი უარს არ იტყვის თავის ამ პოლიტიკაზე“, განაცხადა აჰმეთ დავუთოღლუმ.

XS
SM
MD
LG