Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთში ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს საქართველოში დაბადებული რუსეთის მოქალაქე


ჩეხეთის პოლიციის ცნობით, ამ ქვეყანაში, ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს ორი პირი, რომელთაგან ერთი საქართველოში დაბადებული რუსეთის მოქალაქეა. ჩეხეთის მედიაში ის „ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდად“ არის მოხსენიებული. პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის პრესრელიზში ნათქვამია, რომ ეს დაკავება ნაწილია ოპერაციისა კოდური სახელწოდებით „მორბუსი“, რომლის ფარგლებშიც 2013 წლიდან მიმდინარეობს საქართველოდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან ჩეხეთში ჩასული იმ მოქალაქეების თვალთვალი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ორგანიზებულ დანაშაულის ჩადენაში.

XS
SM
MD
LG