Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჰიუმან რაიტს უოჩმა“ მკაცრად გააკრიტიკა ამერიკელი სამხედროების დასჯა


საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, „ჰიუმან რაიტს უოჩმა“ მკაცრად გააკრიტიკა იმ ამერიკელი სამხედროების დასჯა, რომლებმაც შარშან მონაწილეობა მიიღეს ავღანეთში მოქმედი ჰოსპიტლის დაბომბვაში. აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობამ გამოაცხადა, რომ დისციპლინარული სასჯელი გამოუტანა, სულ ცოტა, ათ სამხედრო მოსამსახურეს, რომელთა შეცდომებს მოჰყვა ორგანოზაციის - „ექიმები უსაზღვრებოდ“ - კუთნილი საავადმყოფოს დაბომბვა ჩრდილოეთ ავღანეთის კუნდუზის პროვინციაში. იმ საავიაციო დარტყმის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა. დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში „ჰიუმან რაიტს უოჩი“ აღნიშნავს, რომ აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობამ ვერ მოახერხა, სათანადოდ გამოეძია 3 ოქტომბრის ტრაგიკული ინციდენტი და დაესაჯა მაღალი რანგის ის ოფიცრები, რომლებიც პასუხისმგებელი იყვნენ ჰოსპიტლის დაბომბვისთვის.

XS
SM
MD
LG