Accessibility links

logo-print

ევროკავშირის ლიდერებმა თურქეთთან შეთანხმებას მიაღწიეს მიგრანტთა კრიზისის შემსუბუქების თაობაზე


ევროკავშირის ლიდერებმა ორდღიანი მოლაპარაკებების შედეგად თურქეთთან მიაღწიეს შეთანხმებას მიგრანტთა კრიზისის შემსუბუქების თაობაზე. ამის შესახებ სამიტის დასრულების შემდეგ ტვიტერით გაავრცელა ინფორმაცია ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ბოჰუსლავ სობოტკამ. მასში ნათქვამია, რომ მიღწეული შეთანხმებით, 20 მარტიდან დაიწყება იმ მიგრანტების უკან დაბრუნება, რომლებიც საბერძნეთში თურქეთიდან ჩავიდნენ. თუმცა, პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც შეთანხმებას ოფიციალურად მოაწერს ხელს თურქეთის პრემიერ-მინისტრი აჰმეტ დავუთოღლუ.

XS
SM
MD
LG